ნათია თურნავა - უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როცა კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ

უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არის მოლოდინი, რომ კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება.

"გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, რომ შაბათ-კვირას ჩვენი სახელმწიფო სტუმრები, თუ ჩვენი მოქალაქეები ვერ მიდიან ერთმანეთში და ვერ სადილობენ. რა თქმა უნდა, ეს დარტყმაცაა სარესტორნო ინდუსტრიისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, შევძლებთ, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ", - განაცხადა თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა