კახა კახიშვილი - ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად დარეგისტრირდნენ ვაქცინაციაზე

დეპუტატი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ ვაქცინაციის მიზნით შესაბამის საიტზე დარეგისტრირება მოქალაქეებისთვის პრობლემას წარმოადგენს და ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„არის ჯანდაცვის სამინიტროს საიტი, სადაც ხდება რეგისტრაცია ვაქცინაციაზე. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში დარეგისტრირება პრობლემატურია და იქნებ, მივხედოთ ამ საკითხს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად მოახდინონ რეგისტრაცია, რათა მიიღონ ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა