ნიკა მელია - კოლეგა მეგობრებს, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში და ფრაქცია შექმნეს, წარმატებას ვუსურვებ

კოლეგა მეგობრებს, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში და ფრაქცია შექმნეს, წარმატებას ვუსურვებ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება.

„მნიშვნელოვანი არის ოპოზიციურ ფლანგზე პარტიები გაძლიერდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რისკი საპირისპირო მოხდეს და მე ამას არ ვმალავ. ამიტომ განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ყველა პარტნიორ პარტიას“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განმარტებით, კონსულტაციები პარტიის შიგნით და გარეთ გაგრძელდება. ამასთან, მისი თქმით, გადაწყვეტილების პროცესში გამოიკვეთება შევა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ისე, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერს თუ ხელს არ მოაწერს.

„კონსულტაციები არის ინტენსიური, როგორც პარტიის შიგნით, ასევე პარტიის გარეთ პარტნიორებთან. ეტაპობრივად ვამჯობინე, რომ ინდივიდუალური შეხვედრები მქონდეს კოლეგა პარტიების წარმომადგენლებთან. ამ პროცესს მოთმინებით უნდა შევხედოთ, ვგრძნობ, რომ აბსოლუტურად უმრავლესობას მოსახლეობისას ესმის, თუ რა პროცესშია ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ და მე რომელიც, მოკლებული ვიყავი შესაძლებლობას, რომ სამი თვის განმავლობაში მქონოდა ელემენტარული ურთიერთობა კოლეგებთან.

შეიძლება დრო დასჭირდეს, ორი კვირა, ერთი თვე, მაგრამ გადაწყევტილება უნდა მივიღოთ სწორი, დაფუძნებული სიმართლეზე და ნებაზე მათ შორის ჩვენს ძირითად საბაზისო ამომრჩევლების ნებას ვგულისხმობ, მათთან კომუნიკაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, იქნება მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა