დავით ზალკალიანი – დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარ ლიეტუვას, ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიეტუვას კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის დოზებით დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობარსა და მტკიცე მხარდამჭერ ლიეტუვას, კოვიდპანდემიის პერიოდში თანამშრომლობისა და 15 ათასი დოზა ვაქცინისთვის, რომელიც საქართველოში უნდა გამოიგზავნოს,– წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

„ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინების დამატებითი დოზებისთვის. ასეთ რთულ დროს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია“, – წერს მინისტრი.

შეგახსენებთ, ლიეტუვამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინების 200 000 დოზა დაამტკიცა, მათ შორის საქართველოსთვისაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა