აკაკი მინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში კობახიძის და „ქართული ოცნების" დასასრული კიდევ უფრო სწრაფად იქნება

ჩემი პოზიციაა ის, რომ კრიტიკულად ვუყურებ პარლამენტში შესვლას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან კარგი პროცესია, როდესაც სტრატეგიულ საკითხებზე, როგორც პარტიისთვის, ისე ქვეყნისთვის „ნაციონალური მოძრაობა" საჯაროდ ცვლის არგუმენტებსა და პოზიციებს. როგორც მინაშვილმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება ფართო ჩართულობით მიიღება.

„ეს არის დემოკრატიის წესი, როდესაც ყველა დაემორჩილება უმრავლესობის გადაწყვეტილებას. ჩემი პოზიციაა ის, რომ კრიტიკულად ვუყურებ პარლამენტში შესვლას რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ამომრჩეველს შევპირდით, თუ ვადამდელ არჩევნებს ვერ მივაღწევდით, პარლამენტში არ შევიდოდით. თუ გვინდა, რომ ამომრჩეველი გამოგვყვეს, ჩემი აზრით, ჩვენ ეს სიტყვა უნდა შევასრულოთ. მეორე - საპარლამენტო დისკუსიების ნაცვლად, რომელიც მიტაცებული პარლამენტის პირობებში უბრალოდ სრულფასოვანი და ეფექტიანი ვერ იქნება, ჩვენ მთელი დრო უნდა დავახარჯოთ ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობას და მათთან კომუნიკაციას, სხვადასხვა ზომის პროტესტს, რათა მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების მობილიზება გადამწყვეტი მომენტისთვის. მესამე - არ უნდა შევქმნათ ქვეყანაში ნორმალურობის განცდა, იმიტომ, რომ ამ ხელმოწერით კრიზისი არ იქნა დაძლეული, კრიზისი გაღრმავდა. დემოკრატიულობისა და ნორმალურობის ფასადი არ უნდა შეიქმნას“, - აცხადებს მინაშვილი.

რაც შეეხება „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, „უკეთესიც იქნება ქართული დემოკრატიისთვის, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი", აკაკი მინაშვილი პასუხობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ამომრჩევლის ნებასა და ქვეყნის ინტერესებზე.

„ნებისმიერი გადაწყვეტილების პირობებში კობახიძის და „ქართული ოცნების" დასასრული კიდევ უფრო სწრაფად იქნება. იმიტომაც ეტყობა მას, როგორც ლექსიკაში, ისე რიტორიკასა და ტონალობაში, რომ ძალიან ნერვიულობენ, რადგან თვითონ „ქართულ ოცნებაში" არის დიდი პრობლემები“, - აცხადებს მინაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი