ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელში თუ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტის სერვისებზე

მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელში თუ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტის სერვისებზე, მათ შორის, იმ პროგრამებზე, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ინტერნეტის სერვისებზე და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პროგრამებზე წვდომა მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რადგან ქვეყანა ავითარებს ტურიზმს და მცირე საოჯახო სასტუმროები, მათი განთავსება გლობალურ ქსელში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ტურისტებისთვის გაცნობა, საჭიროებს მაღალი ხარისხის ინტერნეტს.

„ძალიან ბევრი პროგრამა ხორციელდება სხვადასხვა სამინისტროს ეგიდით - ესენია სოფლის მეურნეობის პროგრამები, ჩვენი სამინისტროს პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში," ასევე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სერვისები და ინტერნეტი არის მთავარი საფუძველი, რომ ყველა ამ პროგრამაზე ჩვენს მოქალაქეებს სოფლიდან გაუსვლელად ჰქონდეთ წვდომა. ასევე, უფრო მეტად ვითარდება ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების მიერ გლობალურად მიწოდებული აიტი სერვისები და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ქმნიან სტარტაპებს, რომელთაც საერთაშორისო აღიარება აქვთ და ეს ახალგაზრდები ამ შესაძლებლობას იძენენ ინტერნეტით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი