მოძრაობა “დროას” განცხადებით, „ცესკო-ში ძლიერდება კლანი“, რომელიც საარჩევნო პროცესებს მართავს და ორგანიზებას უწევს არჩევნების გაყალბებას

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ცესკო-ში დაგეგმილი საარჩევნო რეფორმების წინ, “ქართული ოცნება” გავლენებს ინაწილებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ცესკოში ძლიერდება კლანი, რომელიც მართავს საარჩევნო პროცესებს და ორგანიზებას უწევს არჩევნების გაყალბებას.

„ვიდრე შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევა, ცესკო-ში ძლიერდება კლანი, რომელიც რეალურად მართავს საარჩევნო პროცესებს და ორგანიზებას უწევს არჩევნების გაყალბებას.

კერძოდ, 14 მაისს ჩატარებული სხდომის შემდეგ, №9/2021 დადგენილების მიხედვით, არსებითად გაიზარდა ცესკო-ს მდივნის და რეალური მმართველის, გიორგი ჯავახიშვილის კლანის უფლებები. მის ოჯახთან დაახლოებული პირი, ეკა ცაბაშვილი, საარჩევნო პროცესების მართვის ანუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეპარტამენტის უფროსი გახდა. მის ხელში აღმოჩნდა, როგორც სიების ფორმირება, პარტიების, ბლოკებისა და კანდიდატების რეგისტრაცია, ისე საარჩევნო კომისიების მართვა. ეკა ცაბაშვილი ფინანსურადაც დამოკიდებულია “ქართულ ოცნებაზე” - მისი მეუღლის ძმის კომპანია ტენდერებში 2019 წლიდან ჩნდება. 2019 წლის თებერვლიდან დღემდე, მოგებული აქვს 1 765 180 ლარის ღირებულების ტენდერი, მათგან უმრავლესობა საეჭვო გარემოებებში ჩატარდა.

გარდა ცაბაშვილის დეპარტამენტისა გამსხვილდა იურუდიული დეპარტამენტიც, რომლის დაქვემდებარებაში გადავიდა შიდა აუდიტის განყოფილება. ეს კი ცესკოს სისტემაში მომუშავე ადამიანების კონტროლის მექანიზმის გაძლიერების ნიშანია. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” თვლის, რომ მიღებული ცვლილებებით “ქართულმა ოცნებამ” ცესკოში მყოფი გამყალბებელთა კლანი გააძლიერა. ცხადი გახდა, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ რეფორმების დამტკიცებამდე, მმართველი პარტია ცდილობს, ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ მათთვის სანდო, გიორგი ჯავახიშვილის კადრებს დაუქვემდებაროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო