ნათია თურნავა - მივესალმებით საუდის არაბეთის ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი რეგულარულ რეისებს განაახლებს. 17 მაისიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით რიადიდან, ჯედადან და დამამიდან შესრულდება. ავიარეისები Airbus 319 და 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

„ჩვენ მივესალმებით საუდის არაბეთის ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას, რომელიც ადგილობრივი ტურისტული სექტორისთვის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტორებს ჩამოიყვანს. საქართველოს ტურისტული ინდუსტრია მზადაა საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად, მათ შორის, ყურის ქვეყნებიდან. ჩვენ აქტიურად ვეხმარებით ეროვნულ ტურისტულ ინდუსტრიას, რომ მათ უსაფრთხოდ და კოვიდ-რეგულაციების დაცვით შეძლონ ტურისტების მომსახურება. საქართველო პირველია რეგიონში, რომლის ტურიზმის ინდუსტრიაც მზადაა ვაქცინირებული თანამშრომლებით საერთაშორისო ტურისტებს უმასპინძლოს. მოხარული ვართ, რომ ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე ბრუნდებიან ვიზიტორები არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით კვირაში 21 რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას შეასრულებს. საქართველოს ავიაბაზარზე "Flynas"-ი პირველად 2018 წელს შემოვიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა