მოძრაობა “დროა” - კატეგორიულად ვგმობთ „დედაენის ბაღში“ მომხდარ ძალადობრივ ფაქტს

პოლიტიკური მოძრაობა “დროა” განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კატეგორიულად გმობს „დედაენის ბაღში“ მომხდარ ძალადობრივ ფაქტს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს 17 მაისთან დაკავშირებულ ჰომოფობიურ ტრანსფობიურ და ბიფობიურ ძალადობრივ შემთხვევებზე და უზრუნველყოს საზოგადოების ლგბტქი წევრებისთვის კონსტიტუციური უფლებების უსაფრთხოდ განხორციელება.

„დღეს, აქტივისტების მიერ, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „დედაენის ბაღში“დამონტაჟებული ინსტალაცია ერთ-ერთი ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა დააზიანა. თვითმხილველების თქმით, ფალავანდიშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იქ შეკრებილ ადამიანებს. იქვე მდგარი სამართალდამცავების მხრიდან კი სათანადო რეაგირება არ ყოფილა.

წლებია, ვხედავთ, ხელისუფლება და, უმეტესწილად, პრორუსული რადიკალური ჯგუფები როგორ იყენებენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ლგბტქი თემთან დაკავშირებულ საკითხებსა და თარიღებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სახელმწიფო უგულებელყოფს საკუთარი საზოგადოების ლგბტქი მოქალაქეებს, უფრო მეტიც, ხელს უწყობს მათ გარიყვას და დემონიზებას. მსგავსი მიდგომა, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა