მეუფე ნიკოლოზი - ნინოწმინდის თავშესაფარში სოცმუშაკები ახლაც არიან

მთელი ეკლესია კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ - ეს სახელმწიფო დონეზე მოსაგვარებელი საკითხია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ არის მოგვარებული, - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა, ნინოწმინდის თავშესაფართან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა სპეციალურად გადამზადდეს ის კადრები, რომლებიც მსგავს დაწესებულებებში შესამოწმებლად შევლენ.

"რამდენადაც ვიცი ნინოწმინდის თავშესაფარში სოცმუშაკები ახლაც არიან, დადიან სულ და ადრეც დადიოდნენ, თუმცა სოცმუშაკი, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი სხვა წარმომადგენლები ჰყავს. ეს საკითხი არის სხვა ადგილზე გადასაწყვეტი. მე არ ვიცი რა ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი, მთელი ეკლესია კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ და თუ ეს კანონით სავალდებულოა, რა თქმა უნდა, შეუშვებენ, მაგრამ მე მგონია, რომ გაეროს რეზოლუციაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომ ის რომ სახალხო დამცველს ეჭვი ეპარება, რომ იქ ბავშვთა უფლებები ირღვევა - ეს არ ნიშნავს იმას, რომ მართლა ირღვევა. ეს სახლი ისევე, როგორც სხვა მსგავსი დაწესებულებები, არ არის საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იმიტომ, რომ აქ შიდა პრობლემების, ბავშვებია. თუ სახელმწიფოს აინტერესებს შეამოწმოს, მან აუცილებლად, რაც ჩვენს ქვეყანაში მგონი არ არსებობს, უნდა მოამზადოს შესაბამისი კადრები, რომლებსაც შეეძლება ისე შეამოწმოს და ისე შევიდეს, რომ ის შფოთი არ შეიტანოს და რაც მთავარია, საერთოდ ეს თემა ბავშვთა სახლები - აუცილებელია მათი არსებობა იმიტომ, რომ ეს რეალურად არის ის ბავშვები, რომლებზეც ვიღაცამ უნდა იზრუნოს და შესაბამისად ეს სახელმწიფო დონეზე მოსაგვარებელი საკითხია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ არის მოგვარებული - ეს არის პრობლემა, სხვა პრობლემას მე ვერ ვხედავ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა