ლევან ვასაძე - პარლამენტი ქარვასლადაა გადაქცეული, გაუთავებელი იწილო-ბიწილო, ქიშპობა, ცილობა - ეს პარტიული აჯაფსანდალი ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს

პარლამენტი ქარვასლადაა გადაქცეული! გაუთავებელი იწილო-ბიწილო, ეს პარტიული აჯაფსანდალი, ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის - „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ძალიან ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ხალხისგან განცალკევებით დგას.

„ჩვენ გვითხრეს, რაც უფრო მეტი პარტია იქნება შეყრილი პარლამენტში, მით უფრო კარგად წარიმართება ქვეყანა, შეხედეთ, ხალხო, რა ხდება?! პარლამენტი ქარვასლადაა გადაქცეული! გაუთავებელი იწილო-ბიწილო, ამ სხვადასხვა პარტიების გაუთავებელი ქიშპობა, ცილობა ერთმანეთში. ამ რაღაც კალეიდოსკოპს თვეებია ვუსმენთ და გვექმნება მკაფიო განცდა, რომ ამ ხალხს ჰგონია, რომ ხელისუფლება ცალკეა და ხალხი ცალკეა, ამაში ძალიან ცდებიან! მაპატიეთ და ეს პარტიული აჯაფსანდალი, როცა შემოჰქონდათ, მაშინ ვთქვით, რომ ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს. ამას ჩვენ და ჩვენი თანამოაზრეები ვამბობდით, არა ერთი და ორი წელია“, - განაცხადა ვასაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა