თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში, რიყის პარკში ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ასევე , აქციის მონაწილეები ისრაელში მცხოვრებ ქართველებს სოლიდარობას უცხადებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის განხადებით, ისრაელის მიმართ, მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს სოლიდარობა მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ სიტუაციაში მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს სოლიდარობა ისრაელის მიმართ. თქვენ იცით, რომ საქართველომ გამოხატა ისრაელის მხარდამჭერი პოზიცია და არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფი გახდა ინიციატორი, რომ დღეს ეს აქცია გაიმართა. რომელიც ვფიქრობ, რომ არის გამოძახილი ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოსი. ჩვენ სოლიდარულები ვართ ისრაელის სახელმწიფოსი“,- განაცხადა აქციის მონაწილემ.

ცნობისთვის, ისრაელს სოლიდარობა დღეს ბათუმშიც გამოუცხადეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა