ამირან გამყრელიძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულთათვის შეღავათების დაწესება მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ქვეყანაში მოსახლეობის „კრიტიკული მასა“ აიცრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულთათვის შეღავათების დაწესება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის „კრიტიკული მასა“ აიცრება.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის 2 დოზით 14 ათასი ადამიანია აცრილი.

„დღეს ორჯერადად მხოლოდ 14 ათასი ადამიანია აცრილი. რაღაც კრიტიკული მასა უნდა დაგროვდეს, როდესაც შეღავათებზე ვისაუბრებთ.

მოგეხსენებათ, ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა შეღავათების დაწესება მაშინ დაიწყო, როდესაც სამიზნე მაჩვენებლის 20-30 პროცენტამდე იყო აცრილი",-აცხადებს გამყრელიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი