ვახტანგ გომელაური დმანისში დაპირისპირებაზე - ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში - ქვეყნის მტრობაა ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქალაქ დმანისში ჩავიდა, სადაც ცოტა ხნის წინ, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ისინი არ დაუშვებენ, რომ აღნიშნული კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამასთან, მინისტრის განმარტებით, ყველა დამნაშავე პირი უმკაცრესად დაისჯება.

„ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, არ მინდა ვახსენო ძალები და ჯგუფები, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის თემა. ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ქართველები ჩვენი მოქალაქეები არიან, ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველანი. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში. გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვა მიმდინარეობს ახლა და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა პოლიციამ სიტუაციის დროულად განმუხტვა, გომელაური პასუხობს, რომ „ამხელა მასის კონტროლი ვერ მოხერხდა“.

„ცუდი სიტუაცია იყო, გეთანხმებით რა თქმა უნდა, ხალხი ძალიან სწრაფად შეიკრიბა და სწრაფად შეიქმნა ქაოსური სიტუაცია, გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია, მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა, ეს ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ამხელა მასის კონტროლი ვერ მოხდა და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში. ამიტომ ვერ მოხდა უსწრაფესად ამ ადამიანების შეჩერება და ამ კონფლიქტის გაჩერება“, - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, ქვეყნის მტრობაა, ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა.

„ამ თემას არ დავუშვებთ, არც ერთ შემთხვევაში, ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქები არიან, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მეზობელია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეგობრები არიან. ეს არ უნდა დავუშვათ, ეს არის ქვეყნის მტრობა პირდაპირ რომ ვთქვათ, ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა“, - განაცხადა გომელაურმა.

მისივე განმარტებით, დმანისში დეპუტატებიც ჩავიდნენ, მათთანაც გასაუბრება მოხდება და შესაძლოა, ამის შემდეგ, ორივე მხარეს შეხვდნენ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა