ბაშარ ალ-ასადი - სირია მხარს უჭერს აფხაზ ხალხს, მათ სუვერენიტეტს და მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიის ლიდერ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ-აფხაზია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ბაშარ ალ ასადმა აღნიშნა, რომ „აფხაზეთის სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტს“ დიდი მნიშვნელობა აქვს „სახელმწიფოთაშორისი“ ურთიერთობების განვითარებისათვის, რომელიც ახალ სტიმულს მისცემს აფხაზეთსა და სირიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას.

მისი თქმით, სირია აფხაზი ხალხის „სუვერენიტეტს“ მუდამ მხარს დაუჭერს.

„სირიამ მხარი დაუჭირა და მხარს უჭერს აფხაზ ხალხს, მათ სუვერენიტეტს და მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას”, - განაცხადა სირიის ლიდერმა.

თავის მხრივ, ბჟანიამ მადლობა გადაუხადა ბაშარ ალ-ასადს აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებისა და მასთან „დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია