იაგო ხვიჩია - კამათი იყო ერთადერთ ნაწილზე, ყველა ვინც ახლაც ცესკო-ს წევრია, თავიდან დაინიშნოს თუ - არა, მაგრამ საბოლოოდ მგონი, კონსენსუსამდე მივალთ

„გირჩის" ერთ- ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის განსხვავებული პოზიციებია იმასთან დაკავშირებით, თავიდან უნდა დაინიშნონ თუ არა ცესკო-ს წევრები.

როგორც მან პარლამენტში საარჩევნო რეფორმის თაობაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, ცენტრალური საარჩევნო კომისია არსებითად შეიცვლება.

„კამათი იყო ერთადერთ ნაწილზე, ყველა წევრი, ვინც ახლაც არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრი, თავიდან დაინიშნოს თუ არა. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, მაგრამ საბოლოოდ მგონი მივალთ იმ კონსენსუსამდე, რომ არსებული წევრები თავიდან არ დაინიშნოს იქედან გამომდინარე, რომ ისედაც ბევრი ახალი წევრი ემატება ცესკოს. არსებითად იცვლება ცესკო, ნებისმიერ შემთხვევაში.

თავმჯდომარესთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები ისედაც არსებობს. კონკრეტულად თამარ ჟვანიას საკითხი არ განხილულა, მაგრამ მგონი, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა