პალესტინის ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან გაუფრთხილებელი დაბომბვისას ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა, მათ შორის ორსული ქალი

პალესტინის მხარის ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბომბვისას კიდევ ოთხი მშვიდობიანი პალესტინელი დაიღუპა.

დაღუპულთა შორის არიან 7 თვის ორსული ქალი, მისი მეუღლე და მათი ორი წლის ბავშვი, ასევე არიან დაშავებულებიც.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში არსებული საინფორმაციო სააგენტო Wafa იტყობინება, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ქალაქ დეირ ელ-ბარაჰში წინასწარი გაფრთხილების გარეშე სამოქალაქო დასახლება დაბომბეს, რა დროსაც ერთი ოჯახის სამი წევრი გარდაიცვალა და კიდევ ბევრი დაშავდა.

მათივე ცნობთ, ღაზას სექტორზე 10-დღიანი უწყვეტი იერიშის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 245-მდე გაიზარდა, მათ შორის 68 ბავშვია და 37 ქალი. დაშავდა 1 500-ზე მეტი ადამიანი. 27 პალესტინელია მოკლული მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროების დასახლებაში, მათ შორის 4 ბავშვია. დაშავდა 1 108 ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს