ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზაში „ჰამასის“ იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურეს

ისრაელის არმია აცხადებს, რომ დღეს დილით ავიაიერიშები მიიტანა და გაანადგურა ღაზას სექტორში, „ჰამასის“ მეთაურების სახლებში განთავსებულ იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა.

მედიკოსების თქმით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ქალაქ ხან იუნისში 4 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, დღეს დილით სარაკეტო სირენების ხმა გაისმა ისრაელის ქალაქ ბეერშევასა და ღაზას მოსაზღვრე რაიონებში. ჯერჯერობით დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ 10 მაისის შემდეგ დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 228-მდე გაიზარდა. ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით კი „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო:ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზაში "ჰამასის" იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურეს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს