ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, 02:00 საათიდან შევიდა ძალაში.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებისთანავე ღაზას ქუჩებში პალესტინელები გამოვიდნენ და სკანდირებდნენ: „უფალი დიდია, მადლობა უფალს!“ მეჩეთის საყვირებიდან კი ისმოდა: "იერუსალიმის ხმლის" ბრძოლის დროს ოკუპაციის (ისრაელის) წინააღმდეგ გამარჯვება მიღწეულია ".

გამარჯვებას კონფლიქტის ორივე მხარე აღნიშნავს, თუმცა ორივე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში მზად არის საპასუხო ნაბიჯისთვის.

ოფიციალური კაიროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის ორ დელეგაციას გააგზავნის.

შეგახსენებთ, ისრაელსა და პალესტინელებს შორის თავდასხმები 10 მაისს დაიწყო, რის შედეგადაც ღაზაში 232, ისრაელში კი - 12 ადამიანი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს