გურამ მაჭარაშვილი - ვიდრე "ნაცმოძრაობა" ელოდება კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე შევჯერდით

ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" ელოდება კიევიდან რა ფერის ბოლი ამოვა პარლამენტში შესვლა- არშესვლასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე ოპოზიციასთან შევჯერდით ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში დღეს დაიწყება და პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მიიღებენ, მეორე მოსმენამდე კი ვენეციის კომისიას ელოდებიან, რომელსაც დაჩქარებულ ტემპებში სთხოვეს რეკომენდაციების გამოგზავნა.

„პირველი პოზიტიური შედეგი, რაც „ნაცმოძრაობის“ ბულინგისგან ოპოზიციის მიერ თავის დაღწევას ჰქონდა, იყო საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით შეჯერება. ჩვენ 2-3 კვირაში შევძელით და პარლამენტში არსებულ ოპოზიციასთან პრინციპულ საკითხებზე, რაც საარჩევნო რეფორმას ეხება, შევჯერდით. დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვა საკითხზე, რომელიც არის მიშელის დოკუმენტში ასევე შევჯერდებით. რაც ეხება კონკრეტულად საარჩევნო რეფორმის პროცედურებს, იცით, რომ პროექტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიასთან, პირველი მოსმენით პრინციპულ დონეზე მივიღებთ როგორც კომიტეტებზე, ასევე სესიაზე ამ საკითხს. ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, რომ მეორე მოსმენამდე დაჩქარებული ტემპებით მოხერხდეს რეკომენდაციების გამოგზავნა, რომ მეორე მოსმენით განხილვა 6-7 ივნისისთვის დავიწყოთ,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხილვა იწყება. პროექტს, რონელზეც ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმდა, დღეს, საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებების გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა