პაატა მანჯგალაძე - ერთი მერცხლის მოსვლა გაზაფხულს ვერ მოიყვანს - არ მივიღებ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას

ერთი მერცხლის მოსვლა გაზაფხულს ვერ მოიყვანს - არ მივიღებ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ის ანგარიშს უწევს ოპოზიციიდან კოლეგების აზრს, რომ საგამოძიებო კომისია დროის ფუჭი კარგვაა.

„ერთი მერცხლის მოსვლა გაზაფხულს ვერ მოიყვანს. აუცილებელია სხვა ოპოზიციური ჯგუფის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება. მე ანგარიშს ვუწევ ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების აზრს, რომ ფუჭი დროის ხარჯვა მიაჩნიათ ამ კომისიაში მონაწილეობა, შესაბამისად, არც მე მივიღებ მონაწილეობას,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, პარლამენტში ახალი ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ჩამოყალიბებიდან გამომდინარე, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტებში, საპარლამენტო დელეგაციებში და დროებით კომისიებში წევრთა კვოტები იცვლება. კერძოდ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, საგამოძიებო კომისიას ემატება ერთი ოპოზციონერი წევრი და შესაბამისად, ერთი უმრავლესობის წევრი. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური ფრაქცია კვლავ უარს იტყვის კომისიაში მონაწილეობაზე, წევრთა რაოდენობა კომისიაში აღარ შეიცვლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა