ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს

ღაზაში დღეს ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია ჩაიტანეს.

დახმარების სხვადასხვა სააგენტოს, მათ შორის გაეროსთან დაკავშირებული სააგენტოების, სატვირთო მანქანებმა, ღაზაში საჭირო მედიკამენტების, საკვებისა და საწვავის შეტანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელმა კერემ შალომის გადასასვლელი გახსნა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ღაზას ტერიტორიაზე საკუთარი სახლები 100 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. პალესტინაში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით კი მისი პრიორიტეტი ათიათასობით დევნილის იდენტიფიცირება და დახმარებაა. ამასთან, ღაზას განსახლების სამინისტროს ცნობით, 1 800 სახლი ცხოვრებისთვის გამოუსადეგარ მდგომარეობაში, 1 000 კი - სრულად განადგურებულია.

შეგახსენებთ, ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გუშინ ამოქმედდა. 11-დღიან კონფლიქტს 250 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის უმეტესობა ღაზაში დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო:ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს