ანა დოლიძემ პარტია "ხალხისთვის" დააფუძნა

ანა დოლიძემ პარტია "ხალხისთვის" დააფუძნა. ყრილობა "არტოს ბაღში" შედგა, პარტიაში 300 ადამიანი დარეგისტრირდა.როგორც "ინტერპესნიუსთან" საუბარში დოლიძემ განაცხადა, პარტიის მთავარი მიზანი იქნება, პოლიტიკა ხალხის დღის წესრიგზე ააწყონ. დოლიძემ შეკრებილ საზოგადოებასა და მხარდამჭრებეს სიტყვით მიმართა.

"მოძრაობა "ხალხისთვის" დღეს გადადის ახალ ეტაპზე. ჩვენი სლოგანი აჩვენებს ჩვენს შინაარსს, ხალხისთვის ბრძოლას აქვს აზრი. ჩვენი მისწრაფება არის, რომ პოლიტიკა ავაწყოთ სახალხო დღის წესრიგზე, იმ დაკვეთაზე, რასაც ხალხი აძლევს პოლიტიკოსებს და არა პირიქით. ჩვენი ამოცანა იქნება ის, რასაც, წლიდან წლამდე ხალხი აყენებს - დასაქმებისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, სასამართლოსთვის ვიბრძოლოთ. „ხალხისთვის ბრძოლას აქვს აზრი" - ეს არის ჩვენი სლოგანი",- განაცხადა დოლიძემ.

შეკრებილებმა პარტიის თავმჯდომარედ, ერთხმად ანა დოლიძე აირჩიეს, ასევე აირჩეს, პოლიტსაბჭოს წევრები.

იხილეთ ვიდეო:ანა დოლიძემ პარტია „ხალხისთვის“ დააფუძნა

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს