მაია ბითაძე მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც ფიტო-სანიტარიის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს ,-ამის შესახებ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯომარემ, მაია ბითაძემ ქუთაისში, საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, გამართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

მაია ბითაძე, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, საკანონმდებლო ორგანოს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ქუთაისის მუხნარში არსებული მდგომარეობა, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა „იმერული მუხა” გვხვდება, უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა მსგავსმა უარყოფითმა ფაქტორებმა, რაც ათწლეულების პრობლემაა, ტყის მასივი მნიშვნელოვნად დააზიანა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოიშალა არსებული სადერივაციო არხი, რამაც გამოიწვია ტყის ნაწილობრივი დატბორვა.

„ე.წ. „საღორიის ტყეში” უნიკალური კორომის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალისტების მიერ შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც სანიტარულ ჭრებს, მავნებლის მიერ დაზიანებული ხეების კორომიდან გამოტანას, ნარჩენებისგან გაწმენდას და ტყის აღდგენას მოიცავს.

მინისტრის მოადგილემ ჯგუფის წევრებს გააცნო ის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, რომელთა მიზანი ამ უნიკალური კორომის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება და გაჯანსაღებაა.

„ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნულ ღონისძიებებს 2017 წლიდან ახორციელებს. ტყის აღდგენის ღონისძირბები მომავალშიც გაგრძელდება”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ჯგუფის წევრები ასევე გაეცნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენის, მისი მასშტაბის გაზრდის და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსაც.

შეხვედრას იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა