ვარლამ გოლეთიანი - 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამმზომი ჩაირთო - თუ არ იქნება პასუხი, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას

24 მაისის 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამმზომი ჩაირთო , - ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

გოლეთიანმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

"ჩვენ ჩავალთ ყველგან და სისტემურ მუშაობას დავიწყებთ. ეს შეარყევს სისტემას და ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას. გადაწყვეტილება მათზეა. ჩვენ სახალხო პრობლემებზე და წუხილების სადარაჯოზე ვიქნებით სულ. ჩვენ უნდა დავინახოთ ამ ლოკალურ პრობლემაში სისტემური სახე სისტემისა.

12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამმზომი ჩაირთო. ჩვენ აქ დავრჩებით ყველა იქამდე ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. თუ 12:00 საათამდე არ იქნება პასუხი, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერ შეძლებს გადაადგილებას.

ამისთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმრავლე და კიდე დაგვემატონ.

მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე!" , - განაცხადა გოლეთიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025