პაატა იმნაძე - ვირუსის იმედზე ნუ ვიქნებით, ჩვენი თავის იმედზე ვიყოთ, დავიცვათ არსებული რეგულაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

როგორც იმნაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1000 შემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრია.

„ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ არა იმ სისწრაფით, როგორც ჩვენ გვინდა.

შემთხვევები კლებულობს ყოველკვირეულად, პიკიდან პირველ კვირაში 1500 შემთხვევა იყო, შემდეგ კვირაში ნაკლები. ჯერჯერობით, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, დაახლოებით 1000 შემთხვევა, რაც დღეს არის ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრია",-აღნიშნავს იმნაძე.

კითხვაზე, აქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ზაფხულთან ერთად კორონავირუსის მიმდინარეობა შესუსტდება, იმნაძე დასძენს: „მოდი, ვირუსის იმედზე ნუ ვიქნებით, ჩვენი თავის იმედზე ვიყოთ, დავიცვათ არსებული რეგულაციები".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა