ეკა ბესელია - „კლანმა“ უნდა გააცნობიეროს, რომ სასამართლო ხალხის ხელისუფლების შტოა, ხალხისთვის არსებული მართლმსაჯულება და არა მათი კორპორაცია

"კლანმა“ უნდა გააცნობიეროს, რომ სასამართლო არ არის მათი კორპორატიული სივრცე, ეს არის ხალხის ხელისუფლების შტო, ხალხისთვის არსებული მართლმსაჯულება და არა მათი კორპორაცია,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის მხარს უჭერს მოთხოვნას, რომ გადაიდოს მოსამართლეთა კონფერენცია, რათა კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს და დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდეს ისედაც დაზიანებული მართლმსაჯულების იმიჯი.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, იმ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკურმა შეთანხმებამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, გაიარა სწორედ მართლმსაჯულების რეფორმის ვალდებულების აღების ხაზზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესს ყველა გამადიდებელი შუშით დააკვირდება.

„მე ვუერთდები მოთხოვნას, რომ გადაიდოს მოსამართლეთა კონფერენცია, ამ მოთხოვნას, ასევე, ძალიან ღიად აყენებენ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, მეც პირადად მიმაჩნია, რომ ახლა ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, რათა კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს და დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდეს ისედაც დაზიანებული მართლმსაჯულების იმიჯი. ძალიან საზიანო იქნება, უკიდურესად ნეგატიური იქნება, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის და ქვეყანასაც ზიანი ადგება თუ ეს პროცესი არ შეჩერდება. შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ჯერ გარკვეული რეფორმები უნდა ჩატარდეს, ცვლილებები უნდა მოხდეს საკანონმდებლო დონეზე, რომელიც ამ სისტემურ პრობლემებს აღმოფხვრის და შემდეგ უნდა მოხდეს არჩევა ისეთი პირების, რომლებიც იქნებიან მიუკერძოებელი და ეჭვს არ დატოვებს კეთილსინდისიერების თვალსაზრისით. სასამართლოს დამოუკიდებლობას არა თუ არ თრგუნავს და არ აზიანებს ასეთ დროს ყველა საერთაშორისო პარტნიორისა და საზოგადოების მიმართვა, არამედ პირიქით, ამ ნდობას ხელს უწყობს. თუ რამე ახლა სასამართლოს დამოუკიდებლობას კიდევ უფრო მეტად აკნინებს, არის ასეთი ფორსირებული, ნაჩქარევი და პარტიზანული ნაბიჯები. ეს დამახასიათებელი გახდა ბოლო წლებში ამ „კლანის“ ხელწერის. თუნდაც 26 მაისს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობას აღნიშნავს, რატომ უნდა დაგეგმო მოსამართლეთა კონფერენცია, ეს არის ამ „კლანის“ სტილი",- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი