თავდაცვის მინისტრი - გენერალ გიორგი კვინიტაძის თაოსნობით შექმნილი მდიდარი მხედრული ტრადიციები და მემკვიდრეობა ყოველთვის იქნება ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი

გენერალ გიორგი კვინიტაძის თაოსნობით შექმნილი მდიდარი მხედრული ტრადიციები და მემკვიდრეობა ყოველთვის იქნება ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში განაცხადა, სადაც გენერალ გიორგი კვინიტაძეს პატივი მიაგეს.

მისი თქმით, გენერალი კვინიტაძე სიმამაცის, პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმის სიმბოლოა.

„დღეს ძალიან ემოციური დღეა, საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე, ქართულ მიწას მივაბარებთ საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს. მე მსურს განსაკუთრებულად მივესალმო და მადლობა გადავუხადო გენერლის ოჯახის წევრებს, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან დღეს. გენერალი კვინიტაძე არის სიმამაცის, პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმის სიმბოლო, რომელიც ბოლომდე იბრძოდა სამშობლოსთვის.

ემიგრაციაში მყოფს არასდროს დაუკარგავს რწმენა, რომ ქართველი ხალხი კვლავ მოიკრებდა ძალას და დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. შეგვიძლია სიამაყით განვაცხადოთ, რომ მისი რწმენა და იმედი სრულად გამართლდა და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას.

მე ასევე ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის დროებითი მოვლენა, ჩვენი ხალხის ოცნებაც ახდება და ვიცხოვრებთ გამთლიანებულ საქართველოში. განუზომლად დიდია გენერლის დამსახურება პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში და საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თაოსნობით შექმნილი მდიდარი მხედრული ტრადიციები და მემკვიდრეობა ყოველთვის იქნება ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ჩვენ გვეამაყება, რომ ჩვენი კადეტთა ლიცეუმი გენერლის სახელს ატარებს, მისივე სახელობის მედლით ჩვენი ოფიცრების საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის ჯილდოვდებიან. გენერალმა კვინიტაძემ როგორც პირველი რესპუბლიკის შეუპოვარმა მთავარსარდალმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში და ჩვენ ყოველთვის განვადიდებთ ქვეყნის წინაშე მის უდიდეს ღვაწლს,“- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა