ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიის შედეგებისა, ჩინეთი და საქართველო ინარჩუნებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თქვენ და თქვენს მთავრობას ყოველივე საუკეთესოს! გასული წლიდან მოყოლებული, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიის შედეგებისა, ჩინეთი და საქართველო ინარჩუნებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ჩვენს თანამშრომლობაში მიღწეულია მდგრადი შედეგები სხვადასხვა მიმართულებით. გამოვთქვამ იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ორმხრივი ურთიერთობებისა და პრაგმატული თანამშრომლობის აყვანას ახალ დონეზე ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ. ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას და ბედნიერებას“, - აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის მისალოც წერილში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა