სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ამკრძალავი ნორმატიული აქტების აღსრულების საკითხზე პარლამენტში 27 მაისს ღონისძიება გაიმართება

სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ამკრძალავი ნორმატიული აქტების აღსრულების საკითხზე 27 მაისს, პარლამენტში, სპეციალური ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების, სახალხო დამცველის აპარატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ორგანიზატორთა ცნობით, მონაწილეები გამოთქვამენ მოსაზრებებს და იმსჯელებენ სექსუალური შევიწროების ამკრძალავი სამართლებრივი ნორმების დანერგვის პროცესზე, არსებული გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე. მომხსენებლები გააკეთებენ მოხსენებებს საკითხების შესახებ. სესია კითხვა-პასუხის ფორმატში ჩატარდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა