ვარლამ გოლეთიანი - ხმაური არ გაჩერდება ბარიკადებზე, ვიდრე მოთხოვნები არ შესრულდება

ხმაური არ გაჩერდება ბარიკადებზე, ვიდრე მოთხოვნები არ შესრულდება , - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბარიკადრები უსამართლობის სიმბოლო გახდა.

„ჩვენ პოლიციას არ ვუკეტავთ გზას. გარდა კომპანიის ტრანსპორტისა და სპეცტექნიკისა, ყველას შეეძლება გადაადგილდეს.

ხმაურს ვიწვევთ რკინის ჯებირებზე, ბარიკადი გახდა ამ უსამართლობის სიმბოლო. ეს ხმაური არ გაჩერდება ბარიკადზე, ვიდრე მოთხოვნები არ შესრულდება“, - განაცხადა გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, შეუერთდნენ მათ „ბრძოლის ბოლო რაუნდში, რადგან კრიტიკულად მნიშნველოვანია სიმრავლე“.

გოლეთიანის თქმით, იმედოვნებს, რომ ხელისუფლება იქნება ადეკვატური და არ მოხდება აქციის მონაწილეეების დარბევა, რადგან ეს კარგად არ დასრულდება.

შეგახსენებთ, თითქმის ერთი საათია გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა