პარლამენტს გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლედ სამი ახალი დეპუტატი შეემატა

პარლამენტს გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლედ სამი ახალი დეპუტატი შეემატა.

პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის შესაბამისად, პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასული ირაკლი სესიაშვილი და მარიამ ქვრივიშვილი გელა სამხარაულმა და ხათუნა კვიციანმა შეცვალეს. „გირჩის“ სიით პარლამენტში შესული დეპუტატის სალომე მუჯირის ადგილმონაცვლედ პარლამენტში ალექსანდრე რაქვიაშვილი შევიდა. რაქვიაშვილის გადეპუტატების მიზნით, სალომე მუჯირმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვა, ხოლო პარტია “გირჩმა“ ცესკოში რეგისტრირებული საარჩევნო სია ჩახსნა.

სამივე დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ცნო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი