ირაკლი კობახიძე კახა კახიშვილის მხრიდან „ქართული ოცნების“ დატოვებას გამორიცხავს

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კახა კახიშვილის მხრიდან პარტიის დატოვებას გამორიცხავს.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რაზე საუბრობდნენ კობახიძე და კახიშვილი სხდომათა დარბაზში, რაზეც კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტულ საკითხზე ჰქონდათ საუბარი.

„ეს იყო მაჟორიტარი დეპუტატების უკეთესი კოორდინაციის საჭიროება და ამაზე დისკუსია გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა თუ არა კახიშვილი პარტიის დატოვებას, კობახიძე აცხადებს, რომ „ეს გამორიცხულია."

მისივე თქმით, კახიშვილს ჰქონდა გარკვეული საკითხები დაყენებული, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს, შესაბამისად, პარტიის დატოვების თაობაზე შეკითხვის დასმის საფუძველი აღარ არსებობს.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ კოლეგები, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა და ამ მეგობრული ურთიერთობის ფარგლებში ჩვენ გვქონდა მსჯელობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. კახის ჰქონდა გარკვეული საკითხები დაყენებული, რაც ეხებოდა ობიექტურ საჭიროებას, ჩვენ ეს განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და გრძელდება მომდევნო მუშაობა. აქედან გამომდინარე არავითარი საფუძველი ამ შეკითხვის დასმისა, აღარ არსებობს,"- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა