თეონა ჭალიძე, გენერალურ პროკურორს უფასო სასადილოების კორუფციულ საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, საქართველოს გენერალურ პროკურორს უფასო სასადილოების კორუფციულ საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით მიმართავს.

თეონა ჭალიძე, 4 წლის წინ დაწყებული გამოძიების დასრულებას და შედეგების გასაჯაროებას ითხოვს.

„4 წელია, რაც ჩვენი მიმართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უფასო სასადილოების კორუფციულ საქმეზე. ეს საქმეც, როგორც ბევრი სხვა, თაროზე შემოდეს და მტვერი დაედო. გენერალურ პროკურორს მტვრის გადასაწმენდად ტილო მოვუტანე, რომ ბოლო ბოლო იქნებ გავიგოთ რა გამოიძიეს და სად წავიდა ის მილიონები, რომელიც ჩვენი დათვლით არამიზნობრივად დაიხარჯა. უფრო ზუსტად კი ყველაზე გაჭირვებული ხალხის ფულით ვიღაცეებმა ჯიბეები გაისქელეს“, - აცხადებს თეონა ჭალიძე.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს