დავით ზალკალიანი ბელარუსი ჟურნალისტის საქმეზე - ჩვენი განცხადება იყო მკაფიო, არ მაინტერესებს რომელი პოლიტიკოსი როგორ აფასებს სამინისტორს განცხადებას - ჩემთვის მთვარია, რომ არ დაზიანდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები

საქართველოს არ აქვს პირდაპირი ფრენები ბელარუსის მიმართულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, სამინისტრომ ბელარუსში ჟურნალისტის დაკავების საქმეზე მყისიერი რეაგირება მოახდიან.

„ჩვენ მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. არის თუ არა ნახსენები სახელი და გვარი, ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგანაც ბევრი ჩვენი ევროპელი კოლეგის მსგავსი განცხადება ვიხილეთ, სადაც იყო მოწოდება. მაშინ იყო საჭირო მყისიერი რეაგირება იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებსაც პრობლემა შეექმნათ, იყვნენ უკანონოდ დაკავებულები, მყისიერად გათავისუფლებულიყვნენ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს განცხადებაში ეს მოწოდება გავაკეთეთ, ისევე როგორც შევუერთდით ევროკავშირის განცხადებას.

თუკი თქვენ ნახავთ ევროკავშირის განცხადებას, რომლის ხელმომწერიცაა საქართველო, შავით თეთრზე იქ ყველაფერი წერია, მათ შორის სახელებიც, საერთაშორისო სამართლის პრინციპიებზე აპელირებაც და ყველაფერია იქ ნათქვამი. ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების სულისკვეთებას და საქართველო არის ამ ერთობლივი განცხადების ხელის მომწერი.

რაც შეეხება ფრენებს, საქართველოს არ აქვს პირდაპირი ფრენები ბელარუსიის მიმართულებით. ეს საკითხი რა თქმა უნდა, კერძო კომპანიების გადასაწყვეტია. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გავითვალსიწინოთ. პირველ რიგში, ის, რომ პანდემიის პირობებში თუკი ფრენები არსებობს, ამით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემები. ჩვენ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, ძალიან პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს, იმისთვის რომ ჩვეულებრივ ადამიანებს არ შეექმნათ თუნდაც სამშობლოში დაბრუნების პრობლემა. ამასთან, ძალიან ბევრი ბელარუსული კომპანია საქართველოში უკვე მოღვაწეობს, რომელთაც ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, თანამშრომლები, ჩვეულებრივი ბელარუსელი მოქალაქეები, რომლებმაც გვინდა, რომ იხილონ რა არის დემოკრატია, რა არის განვითარება. ისინი უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში და ეს ყველაფერი უნდა ნახონ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ქვეყანასთან ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ინტენსიური საქმიანობა განვახორიცელეთ ბევრი მიმართულებით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ თემაზე ჩვენი განცხადება იყო მკაფიო. არ მაინტერესებს პოლიტიკური ინსინუაციები, რომელი პოლიტიკოსი როგორ აფასებს სამინისტორს განცხადებას. ჩემთვის მთვარია, რომ არ დაზიანდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. მე ვარ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებზე, ამიტომ ჩვენი მყისიერი მოწოდება იყო, რომ ყველა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო. კონკრეტიკა კი ევროკავშირის განცხადებაშია, რომლის ხელმოწერიც არის საქართველო“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა