იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს შეუძლიათ. იურიდიული მომსახურების მიწოდების თაობაზე იუსტიციის სამინისტროს წინადადებები არაუგვიანეს 10 ივნისს უნდა წარედგინოს.

საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების ხელშეკრულების მიმოხილვა, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეფასება და იურიდიული დასკვნის მომზადება ევალებათ.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პირისთვის აუცილებელია ჰესებთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობის სათანადო გამოცდილების ქონა.

„ნამახვანჰესის“ პროექტთან რაიმე სახის შემხებლობის შემთხვევაში განმცხადებელი ავტომატურად გამოეთიშება შერჩევის პროცესს.

იხ. ინტერესთა გამოხატვა ბმულზე: https://justice.gov.ge/Page/index?code=37fb3d6d-0bed-4644-a585-9b2ea1ceef0a

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა