ანა დოლიძის განცხადებით, გახარიას პარტია დისკომფორტს მხოლოდ კობახიძე-თალაკვაძის გუნდს შეუქმნის

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია დისკომფორტს მხოლოდ კობახიძე-თალაკვაძის გუნდს შეუქმნის და ხალხის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გახარიას გუნდის წევრები ხელისუფლებაში 8-9 წლის განმავლობაში იყვნენ, თუმცა ამის შედეგად „როგორც ვცხოვრობთ ამას ყველა კარგად ვხედავთ“.

,,გახარიას პარტიის შექმნა არის დისკომფორტი ირაკლი კობახიძის და თალაკვაძის შემადგენლობისთვის. მთავარ დაკვეთას, რომელიც აქვს ხალხს, ეს პარტია ვერ დააკმაყოფილებს, ვინც მის შემადგენლობაშია ხელისუფლებაში 8-9 წელი იყო ნამყოფი და როგორ კარგად ვცხოვრობთ ამის შედეგად ყველა კარგად ვხედავთ. ეს პარტია ამ ეტაპზე შეადგენს დისკომფორტს კობახიძე-თალაკვაძის გუნდისთვის, მათ აქვთ გარკვეული პიროვნული წინააღმდეგობები, ხალხს რაც სჭირდება - ახალი ძალა, ახალი იდეებითა და ენერგიებით ეს პარტია ვერ იქნება იმიტომ, რომ ხელისუფლებაში უკვე იყვნენ დიდი ხნის განმავლობაში“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა