გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭო და გუნდის წევრები წარადგინა

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა.

პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არიან როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, ასევე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები.

პოლიტიკურ გაერთიანებას „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს სულ 14 წევრი ეყოლება.

პარტიის პოლიტსაბჭოში არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, გიორგი შარაშიძე, კახაბერ ქემოკლიძე, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, რუსუდან თევზაძე, ალექსანდრე მოწერელია, ბერდია სიჭინავა, შალვა კერესელიძე, კოტე ანანიაშვილი, გიგა ფარულავა და გიორგი გოგუაძე.

„ჩვენ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და ბევრი გეგმები დავსახოთ, ბევრი რეფორმა დავგეგმოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეების ასაშენებლია. არავინ და ვერავინ ამ საქმეს ჩვენ გარეშე ვერ გააკეთებს, ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საქართველოსთვის“ ,- განაცხადა გახარიამ.

პოლიტიკური საბჭოს წევრების გარდა დღესვე გიორგი გახარიამ პარტიის წევრებიც წარადგინა.

„საქართველოსთვის“ წევრები არიან: ლევან დოლიძე, გიორგი აბაშიშვილი, ეკატერინე ვეფხვაძე, დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე და საბა ჯიქიძე.

„ჩვენი პარტიის კარი ღიაა თითოეული თქვენგანისთვის, ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია თვალი გაუსწოროს სიმართლეს, რომელსაც ყოფნის სითამამე ეს სიმართლე წარმოთქვას და აღიაროს ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე და რომელსაც შესწევს ძალა ყოველდღიური ქმედებით იშრომოს და ემსახუროს სახელმწიფოს,“ - განაცხადა გახარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი