კახა ქემოკლიძე - ჩვენ ის განგვასხვავებს სხვებისგან, რომ პასუხისმგებლობის აღების არასდროს შეგვშინებია - თუ შენ პასუხისმგებლობას არ იზიარებ, პოლიტიკაში არაფერი გესაქმება

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შრომით, კომპეტენციით, პროფესიონალიზმით, დიდი ენერგიით, თავდაჯერებულობით, შიშის დაძლევით, ქვეყანა ვაქციოთ ჯერ სახელმწიფოდ და შემდეგ ეს სახელმწიფო წავიყვანოთ წინ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას ისეთი პოლიტიკური გარემო, სადაც სახელმწიფოს ინტერესებს მოერგებიან პოლიტიკური პარტიები, თუმცა ქემოკლიძის განმარტებით, დღეს ეს პირიქითაა - ვიწროპოლიტიკური ინტერსები არის მორგებული სახელმწიფოზე და მის ინტერესებზე და ეს არის სერიოზული გამოწვევა.

„იმედი მაქვს, გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის პოლიტიკაში შემოსვლა, დაასრულებს იმ უდიდეს ნიჰილიზმსა და იმედგაცრუებას, რომელიც ქართულ საზოგადოებას აქვს ყველა ფენაში. ბევრი გამოწვევა არსებობს დღეს ჩვენს ირგვლივ, საზოგადოებას არ აინტერესებს ის პოლიტიკური კინკლაობა თუ კეკლუცობა, რომელიც ფაქტიურად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სახეზეა, ამიტომ კრიტიკული მნიშვნელობა ექნება პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ჩვენც, რა თქმა უნდა, როგორ შევძლებთ საზოგადოებისთვის კონკრეტული პრობლემების მოგვარებას, კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას, ამ იდეების გენერირებას და ამ იდეების ადამიანურ ენაზე ახსნას.

ჩემი აზრით, დღეს ამ კუთხით არის ძალიან დიდი ჩავარდნა, პოლიტიკოსები საუბრობენ ისეთი საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას არ აინტერესებს და მე ვარ დაწმუნებული, რომ ის გუნდი, რომელიც დღეს თქვენს წინაშე გიორგი გახარიასთან ერთად წარსდგა თავისი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებით, შიშისგან თავისუფლები, საქმის ერთგულებით, კონკრეტული საქმის კეთების მაგალითებით შეძლებს იმას, რომ რიგით მოქალაქეს მთელი საქართველოს მასშტაბით უბრალოდ მისცეს საშუალება, რომ ნორმალურ, სამართლიან, წესიერ ქვეყანაში ვაცხოვროთ.

ჩვენ ის განგვასხვავებს სხვებისგან, რომ პასუხისმგებლობის აღების არასდროს შეგვშინებია, არც ერთი ხელისუფლების დროს, იმიტომ, რომ თუ შენ პასუხისმგებლობას არ იზიარებ, არაფერი არ გესაქმება პოლიტიკაში,“- განაცხადა ქემოკლიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი