ანა ნაცვლიშვილი - გახარია არის „ქართული ოცნება 2“, თავისი არსით, გეგმით, წარსულით და მომავლით

ქვეყნის მთავარი პრობლემა არის თვალთმაქცობა, რომელსაც მათ შორის, ახლა მიმართავს ბატონი გახარია, - ასე ეხმიანება "ლელოს" წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა კორუფცია და ნეპოტიზმია.

მისი თქმით, გიორგი გახარია არის "ქართული ოცნება 2" და არის იმ რეჟიმის შემოქმედი, რაზეც ახლა ამბობს, რომ აღარ მოსწონს.

„როდის ატყუებდა ის ქართველ ამომრჩეველს, როცა "ქართული ოცნების" დროშის ქვეშ ასპარეზობდა და არწმუნებდა საზოგადოებას, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი არჩევანი თუ ახლა ატყუებს, როცა ვითომ გაემიჯნა, ვითომ დაგმო და თვალი აეხილა იმ პრობლემებზე, რომელთა შემოქმედიც დიდწილად თვითონ არის, როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი. ის არის „ქართული ოცნება 2“, თავისი არსით, თავისი გეგმით, თავისი წარსულით და თავის მომავლით,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა