კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა EXPO GEORGIA-ს მიერ ორგანიზებულ განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა EXPO GEORGIA-ს მიერ ორგანიზებულ განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს პირველად ონლაინ გაიმართა.

გამოფენის პირველი დღე უნივერსიტეტის ზოგად ღია კარის დღეს დაეთმო, სადაც კსუ-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელსა და დეკანებთან ერთად, საუნივერსიტეტო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები და ფაკულტეტები მიმოიხილეს.

ასევე, გაიმართა კსუ-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის, პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ლექცია - „განათლება წარმატებისთვის“.

„გამოფენის მეორე დღე ინდივიდუალურად დაეთმო თითოეული ფაკულტეტის ღია კარის დღეს: სოციალური მეცნიერებები; მევენახეობა-მეღვინეობა; სამართალი; მედიცინა; ბიზნესი - ფაკულტეტებისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დეტალურად მიმოიხილეს თითოეული ფაკულტეტის სასწავლო პროგრამები, სამეცნიერო-საგანმანათლებლო აქტივობები, გაცვლითი პროგრამები, სტუდენტური ცხოვრება და ის განსაკუთრებული შეთავაზებები, რასაც წელს CIU სთავაზობს აბიტურინტებს.

დღის დასასრულს კი კსუ-ს საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის, ეკონომიკის დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, რუსუდან დალაქიშვილის ლექცია გაიმართა თემაზე: „სწავლების თანამედროვე მეთოდები“.

უნივერსიტეტის აბიტურიენტებისადმი განსაკუთრებული შეთავაზებებისა და საბაკალავრო პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

CIU - https://educationfair.ge/participant/caucasus-international-university

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თითოეულ აბიტურიენტს უსურვებს წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია