ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანა ვაქცინების მნიშვნელოვან დოზებს მესამე კვარტალში ელოდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანა ვაქცინების მნიშვნელოვან დოზებს მესამე კვარტალში ელოდება. ამ დროს საქართველოს დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“, ასევე „ნოვოვაქსი“ და „ჯონსონი და ჯონსონი“ მიეწოდება.

„ ვაქცინების სერიოზულ დოზებს ველოდებით, ეს არის დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“, რომელიც იქნება ივნისის დასასრულს, ივლისის დასაწყისში, ასევე, მესამე კვარტალზეა გაწერილი „კოვაქსით“ მოსაწოდებელი ორი ვაქცინა - „ნოვოვაქსი“ და „ჯონსონი და ჯონსონი“, ერთად იქნება 900 ათასი დოზა ორივე ვაქცინა და ასევე ველოდებით მილიონ დოზა „ფაიზერს“ ივლისის მეორე ნახევრიდან. ამიტომ ივლისში დაგვჭირდება ვაქცინაციის პროცესის აქსელერაცია და უნდა შევძლოთ, რომ ივლისიდან, დაახლოებით, 15 ათასამდე აცრა გავაკეთოთ დღეში, ამისთვის ქვეყანა ემზადება,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 138 914 აცრა, აქედან სრულად აცრილია - 26 101 და ერთი დოზით აცრილია 112 813 ადამიანი.

„ყველაზე მეტი არის აცრილი „ასტრაზენეკათი“- პირველი და მეორე დოზით, სადღაც, 55 ათასამდე აცრაა გაკეთებული, ასევე, „სინოფარმით“ 45 ათასი არის ერთჯერადად და 6 ათასზე მეტი სრულად აცრილი. დასრულდა „ფაიზერით“ ადმინისტრირება, დარჩენილია მცირე დოზები მეორე აცრებისთვის, ვისაც არ ჩაუტარებია. დაახლოებით რამდენიმე დღეში შევწყვეტთ „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აცრებს, რათა დანარჩენი დოზები რაც გვაქვს და 43 ათასი დოზა, რომელიც შემოვა ივნისის შუა რიცხვებიდან გადანახული იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზით აიცრა.

6 დღეა მიმდინარეობს აცრები „სინოვაკით“ და დღემადე აცრილია 5233 ადამიანი.

22 იანვრამდე გახსნილია ჯავშნები და სულ 65 333 ჯავშანია გაკეთებული, აქედან 29 ათასამდე არის პირველ დოზაზე და 36 ათასამდე მეორე დოზაზე,“- განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა