ადვოკატის განცხადებით, გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა სააპელაციო სასამართლომ ე.წ. რეანომობილის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, რომელიც ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. რეანომობილის საქმეზე, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებას გულისხმობს, უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიორგანაშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

„დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენი და გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) უდანაშაულოდ ცნო. საქართველოს გენერალური პროკურატურამ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დასდო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას“, - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, გიორგი გიორგანაშვილი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე უკვე მსჯავრდებულია. მას 8-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. შესაბამისად, ის პატიმრობაში რჩება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა