ამირან გამყრელიძე - გასაგებია, რომ იხსნება საზღვრები, ტურისტული სეზონი იქნება, გასაგებია, რომ ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა გადავაზღვიოთ რისკი მომავალი ეპიდაფეთქებების

გასაგებია, რომ იხსნება საზღვრები, გასაგებია, რომ ტურისტული სეზონი იქნება ქვეყანაში, გასაგებია, რომ ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გადავაზღვიოთ რისკი მომავალი ეპიდაფეთქებების, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსულ ადამიანებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, რადგან თავიდან ავიცილოდ დაინფიცირებული ადამინიას შემოსვლა ქვეყანაში.

„უნდა გამკაცრდეს კონტროლი ყველა შემოსულ ადამიანზე. მხედველობაში მაქვს ის, რომ ორჯერადად აცრის შემდეგ დაემატა "პისიარ" ტესტი და ასევე ჩამოსვლიდან მესამე დღეს "პისიარ" ტესტი. დღეც ჩვენ საბჭოზე გავაჟღერეთ სხვა რეკომენდაციები, რომელიც დაახლოებით ორი კვირის შემდეგ შესაძლებელია, რომ შევიდეს ძალაში. ეს ყველაფერი ეხება ქვეყანაში შემოსული ადამიანების მეტ მონიტორინგს და მეტ ზედამხედველობას, რომ მაქსიმალურად მინიმიზაცია გავაკეთოდ რისკებისა დაინფიცირებული ადამიანების შემოსვლის ქვეყანაში. ან თუ შემოვიდა დროულად იქნას ის იდენტიფიცირებული და დროულად იზოლირებული. გასაგებია, რომ იხსნება საზღვრები, გასაგებია, რომ ტურისტული სეზონი იქნება ქვეყანაში, გასაგებია, რომ ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გადავაზღვიოთ რისკი მომავალი ეპიდაფეთქებების“ , - განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა