ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 2021 წლის ემისიის 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების გაშვებას იწყებს

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 2021 წლის ემისიის 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების გაშვებას იწყებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად მიმოიქცევა.

„როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ბანკი ნაღდ ფულზე ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნას მუდმივ რეჟიმში აკმაყოფილებს და, ამავე დროს, მიმოქცევის არხებიდან მოძველებული ბანკნოტების ამოღებასა და მათ განახლებას უზრუნველყოფს.

ნაღდ ფულზე მოთხოვნის შეუფერხებელი დაკმაყოფილების მიზნით, 2021 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულის მარაგი 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტებით შეივსო.

აღნიშნული ბანკნოტები, მათი წინამორბედი ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და დამცავი ნიშნების მიხედვით და გამოშვების წლით "2021", საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერით დამზადდა. ამასთან, ნომინალების ერთმანეთში არევის რისკის შემცირების თვალსაზრისით, 2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარიან ბანკნოტებზე, ძირითადი ფერების შეუცვლელად, მათი ფონური ბადეების ტონალობები უმნიშვნელოდ შეიცვალა.

2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად მიმოიქცევა“,-აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა