გიორგი ვაშაძე მამუკა არეშიძის განცხადებაზე - თუ გინდათ, მიშას და გახარიას ერთმანეთი გადაუკოცნიათ

თუ გინდათ, მიშას და გახარიას ერთმანეთი გადაუკოცნიათ,- ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან მამუკა არეშიძის განცხადებას, რომ გახარია იმიტომ ითხოვდა მელიას დაკავების გადადებას, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას" ეს დრო რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად სჭირდებოდა.

ამასთან, არეშიძის განცხადებას ვაშაძე არასერიოზულს უწოდებს.

"არასერიოზულ, უშინაარსო, არაფრისმთქმელ კომენტარებზე კომენტარი მგონი არ უნდა გავაკეთო. გახარიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ გინდა ერთმანეთი გადაუკოცნიათ, ჩემი საქმე არაა ანუ მიშას და გახარიას, "ნაცმოძრაობას" და გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" თუ გინდათ გადაუკოცნიათ ერთმანეთი,"- აცხადებს ვაშაძე.

ცნობისათვის, არეშიძის განცხადებით, გახარია იმიტომ ითხოვდა მელიას დაკავების გადადებას, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას" ეს დრო რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად სჭირდებოდა. "ამ ყველაფრის კულმინაცია უნდა ყოფილიყო 19 თებერვალს, ანუ მელიას ვერდაჭერის მეორე დღეს, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა,"- აცხადებს არეშიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა