„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილებები შედის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამანტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელები მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის - საეტაპო ოქმის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის ვალდებულებისაგან, ასევე, გადაუხდელი ჯარიმისა და საურავის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, საკანონმდებლო ცვლილება შეეხება იმ სუბიექტებსაც, რომელთა მიმართ არ არის დაწყებული ან დასრულებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

მომხსენებლის, ბექა დავითულიანის განცხადებით, კანონპროექტის მიღებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება აღნიშნულ პირთა ფინანსური მდგომარეობა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ