თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიაბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გაგრძელდება, თვითონ ბრალდებული ნიკა მელია სხდომას არ ესწრება.

როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარისთვის უცნობია იმ მოწმეების ვინაობა, რომლებიც დღეს მელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენებას მისცემენ. ადვოკატის თქმით, მოწმეთა ვინაობის დამალვა პროკურატურის მხრიდან საკმაოდ უცნაური ფაქტია.

"სამწუხაროდ, მიუხედავად მოსამართლის მითითებისა, მიუხედავად შეთანხმებისა, რომ ამ ფორმატით უნდა გვემუშავა დღემდე, ცოცხალი თავით ბრალდების მხარე არ ამხელს იმ მოწმეების ვინაობას, რომელთა დაკითხვასაც ვაპირებთ დღევანდელ სასამართლო პროცესზე . ეს არის საკმაოდ უცნაური, ვერ აიხსნება ეს შიში, თუ რატომ არ უნდა გახდეს წინასაწარ ცნობილი მხარისთვის, რა ფორმატით ვმუშაობთ. დღეს გაგრძელდება პროცესი, ვნახავთ, ვინ მოწმეებს მოიყვანენ, ან რა ფორმატით გავაგრძელებთ მუშაობას. მე ამას ვხსნი იმით, რომ მოწმეების უმეტესობა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია. ასევე, ზოგიერთი მოწმე არაძალოვანი სტრუქტურიდანაა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იძლევა ცრუ ჩვენებებს ნიკა მელიას ბრალდების წინააღმდეგ. არ უნდათ, საჯარო გახდეს ამ მოწმეების ვინაობა და ასევე, ეშინიათ მოწმეების დისკრედიტირების", - აცხადებს კონდახაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა