იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციას პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძემ აღსრულების პოლიციას პროფესიული დღე მიულოცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, პროფესიულ საქმიანობაში, განსაკუთრებით კი, პანდემიის პერიოდში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის 6 პოლიციელს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიენიჭა, 5 პოლიციელს კი, მადლობა გამოეცხადა პირად საქმეში შეტანით.

მინისტრი პოლიციელების სამუშაო პირობებს გაეცნო და პროფესიულ საქმიანობაში მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.

აღსრულების პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა მინისტრს და ბიუროს თავმჯდომარეს გაწეული მუშაობის ანგარიში და მიღწეული შედეგები გააცნო.

აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველო პროფესიულ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს.

სამმართველოს რიგებში 38 პოლიციელი ირიცხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა