კახაბერ გვანცელაძე - თუ რომელიმე ბაღში აღმოჩენილი იქნება კოვიდინფიცირებული, ბაღი იხურება, ერთი შემთხვევაც კი იმის საფუძველია, რომ ბაღი დაიხუროს

საბავშვო ბაღებში ყველა ის კოვიდრეგულაცია შენარჩუნდება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად იქნა მიღებული - კორონავირუსის ერთი შემთხვევაც კი ბაღის დახურვის საფუძველი გახდება, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 11 ივნისს დაიწყება და ამ ეტაპზე 15 000 ადგილია თავისუფალი.

„საბავშვო ბაღებში კვლავ არ დაიშვებიან მშობლები და უცხო პირები შენობაში და მაქსიმალური კონტროლი იქნება შესვლაზე. ნებისმიერ შემსვლელს გაეზომება სიცხე, ასევე ჩვენს აღსაზრდელებს გაუზომავენ სიცხეს. კონკრეტული რეგულაციები დაცული იქნება ასევე სამზარეულოებში და დარბაზებში სხვადასხვა ღონისძიების დროს. მიმდინარეობს ყოველ ორ კვირაში თანამშრომლების ტესტირება, შესაბამისად, თუ რომელიმე ბაღში იქნება აღმოჩენილი კოვიდინფიცირებული, ბაღი იხურება - ერთი შემთხვევაც კი არის საფუძველი იმისა, რომ ბაღი დაიხუროს.

როგორც მოგეხსენებათ ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალი ბაღების მშენებლობა შესაბამისად, ადგილებიც ემატება, თუმცა კვლავ რჩება პრობლემად ისეთი რაიონები როგორიც არის ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა და ნაძალადევი, სადაც მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ბაღების რაოდენობა არ არის საკმარისი. კვლავ არის გამოწვევა, რომ აღნიშნულ რაიონებში მეტი ბაღი ავაშენოთ და უფრო მეტი ადგილი გვქონდეს.

ამ ეტაპზე 15 000 ადგილია და სწორედ ამ ადგილებზე შეუძლიათ დაარეგისტრირონ მშობლებმა შვილები“, - განაცხადა გვანცელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა